ენერგეტიკა
01/03/2023

Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.

სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში.  

სალომე ჯანელიძე სემეკში 2015 წლიდან საქმიანობდა. 2021 წლიდან დღემდე არის სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული გაერთიანების სათავო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას.

სალომე ჯანელიძე პროფესიით იურისტია.  მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) და  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). 

ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  მენტორობას უწევს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023