ენერგეტიკა
26/07/2023

ენგურჰესი რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთხელ გაჩერდება - რას მოიცავს ფინალური ფაზა

ენეგურჰესის რეაბილიტაციის მომდევნო - ფინალური ფაზა 2024 წელს იწყება. პროექტი 3-წლიან პერიოდს მოიცავს და დაგეგმილია მისი გვირაბის კიდევ ერთი გაჩერება.

როგორც „ენერგონიუსს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განუცხადა, რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი 35 მლნ ევროდაა შეფასებული. შესაბამისი განაცხადი ფინანსთა სამინისტროში უკვე წარდგენილია.

„ახლა წარვადგინეთ განაცხადი ფინანსთა სამინისტროში, რათა საერთაშორისო დონორებისგან ახალი სესხი გამოიყოს, რაც მოხმარდება კაშხალზე სარემონტო სამუშაოებს. ეს ძირითადად, იქნება ფუძის ბურღვა-ცემენტაცია. ამჟამად, ერთ-ერთი ფრანგული კომპანია აფასებს კაშხლის მდგომარეობას და ამ შეფასებაზე დაყრდნობით გამოიკვეთება რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ასევე, გვირაბში არის გარკვეული სამუშაობი დარჩენილი, რომელიც ვერ მოვასწარით წინა გაჩერების დროს, რადგან 3-თვიანი გაჩერება ამხელა გვირაბის რეაბილიტაციისთვის ძალიან მცირე პერიოდია. ამიტომ, ვფიქრობთ, 2025-2026-ში გავაჩეროთ კიდევ ერთხელ და დარჩენილი სამუშაოები დავასრულოთ, რაც ისევ მოგვცემს დამატებით ენერგიას და ვფიქრობ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში გვირაბს გაჩერება აღარ დასჭირდება“ - განმარტავს ლევან მებონია.

ამასთან, მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე მოძველებული მოწყობილობა, რაც შესაცვლელია.

„მაგალითად, ღია ქვესადგურის დაცვის ავტომატიკის და მართვის მოწყობილობები, საგენერატორო ამომრთველები, რაც ძალიან ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობთ რომ დიდი კაპიტალდაბანდებები აღარ დაგვჭირდება. თუმცა, ეს იმხელა ობიექტია, როდესაც ერთ კვანძს მორჩები და შემდეგ სხვებზე გადახვალ, იმდენი დრო გადის, უკვე მისი თავიდან შეკეთების დროც დგება. პირველი რეაბილიტირებული აგრეგატი ქსელში ჩავრთეთ 2006 წელს. უკვე 17 წელი გავიდა, ასე რომ, ეს მუდმივი სამუშაოა“ - აცხადებს ლევან მებონია.

ჯამში, რეაბილიტაციის მომდევნო პროექტი მოიცავს სამშენებლო, ჰიდრომექანიკურ, ელექტრულ სამუშაოებს, კაშხლის ირგვლივ და სადგურთან გზების მოწყობა-რეაბილიტაციას, აფხაზეთში უცხოელი კონსულტანტების მომსახურებას და ზოგიერთი ახალი მოწყობილობის შეძენას.

„ჩვენ ამ სამუშაოებს ვაფასებთ 35 მლნ ევროს ფარგლებში. აქედან, ჩვენი მოთხოვნით, დაახლოებით, 28 მლნ იქნება სეხი და 7 მლნ - ევროკომისიის გრანტი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, დაახლოებით, სამი წელი, ან სამწელიწადნახევარი უნდა გვეყოს“ - ამბობს ლევან მებონია „ენერგონიუსთან“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023