ენერგეტიკა
11/11/2022

გაიზრდება თუ არ წლის ბოლოდან გაზის ტარიფი

სემეკის თავმჯდომარის გაცხადებით, ქვეყანაში გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი აირის ტარიფები წლის ბოლოსთვის უნდა დაადგინოს. დავით ნარმანიას თქმით, ყველა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიების ხარჯების დეტალური აუდიტი, განაცხადი შემოტანილი აქვს „თბილისი ენერჯის“, „სოკარს,“ „საქორგაზს“ და სხვა მცირე კომპანიებს. ასევე წარმოდგენილია მათი საინვესტიციო გეგმებიც, თუმცა არსებული კურსის პირობებში ტარიფების ზრდას არ ველოდებით,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ზამთრის სეზონისთვის ქვეყანა მომარაგებს ნაწილში სრულ მზადყოფნაშია.

„ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით გრძელვადიანი ხელშეკრულება არსებობს და აზერბაიჯანიდან ხდება ბუნებრიბვი აირით ქვეყნის მომარაგება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით როგორც მოსახლეობა, ისე კომერციული სექტორი და თბოსადგურები, რომლებიც გაზზე მუშაობენ, უწყვეტად მიიღებენ ბუნებრივ აირს,“ - განმარტა ნარმანიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023