ენერგეტიკა
07/09/2023

"განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას"

"ჩვენი სააგენტოს პორტფელის ფარგლებში მუდმივად ვნერგავთ ახალ კომპონენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას. ამჯერად, „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთ ეკონომიკურ სამიანობას - ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს. ვფიქრობ, განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ხელს შევუწყობთ" - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების კომპონენტი „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაემატა.

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

„სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. 

„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში. პროგრამა აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023