ენერგეტიკა
14/03/2022

განახლებადი ენერგიის სექტორმა უკრაინის დასახმარებლად 300 000 ლარზე მეტი გადარიცხა

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) წევრმა კომპანიებმა 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო, უკრაინულ და ქართულ ფონდებში 320 000 ლარამდე თანხა გადარიცხეს.

ჰუმანიტარულ ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვნენ კომპანიები შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი (CCEH), სს „საქართველოს განახლებადი  ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „დეკა“. ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევის. მანამდე კი, შეძლებისდაგვარად, ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ უკრაინელ ხალხს“, - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების საკითხი ნებისმიერი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლებისა და ენერგოობიექტების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების არაერთი აშკარა მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისება კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“, -  აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) 2017 წელს დაარსდა და სადღეისოდ 40-მდე წევრ კომპანიას აერთიანებს. დაარსებიდან დღემდე GREDA აქტიურად არის ჩართული და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, რაც საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023