ენერგეტიკა
16/05/2022

გარდაბნის ახალი თბოსადგური განახლებული კონფიგურაციით აშენდება

გარდაბნის ახალ თბოელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვა განახლებული კონფიგურაციით გამოცხადდება. გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“ 272 მგვტ-ის ნაცვლად, უფრო დიდი სიმძლავრის იქნება.

„უახლოეს მომავალში გამოცხადდება სახელმწიფოს მიერ ინტერესთა გამოხატვა. მიგვაჩნია, რომ კონფიგურაცია შესაცვლელია. უფრო დიდი მოცულობის თბოელექტროსადგურის მშენებლობაა სისტემისთვის საჭირო და რენტაბელური, სწორედ ამიტომ, პროექტში შესაბამისი ცვლილებები შედის,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს გახდა პროექტის გაჭიანურების მიზეზი.

გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა 2020 წელს გამოცხადდა. ის 272 მგვტ სიმძლავრის უნდა ყოფილიყო და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.

ახალი თბოელექტროსადგური უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023