ენერგეტიკა
01/08/2023

GEDF-ი ევროპის სუფთა წყალბადის ალიანსში გაწევრიანდა

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ (GEDF) ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ ევროპის სუფთა წყალბადის ალიანსში გაწევრიანდა, -  ინფორმაციას  ფონდი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 
 
"ალიანსი დაარსდა 2020 წელს და აერთიანებს ევროკავშირის 1000-მდე ადგილობრივ საჯარო დაწესებულებასა და ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებს.
 
მის მთავარ მიზანს სათბური ემისიების შემცირება და სუფთა წყალბადის ბაზრის შექმნა წარმოადგენს. ალიანსში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოში წყალბადის ენერგოსექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამ მიმართულებით პროექტების იდენტიფიცირებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ეს ყოველივე კი, წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის მიზნებისა და ამოცანების მეტად ეფექტურად შესრულებას უზრუნველყოფს.
 
წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ორგანიზაციას სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" წარმოადგენს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023