ენერგეტიკა
26/04/2021

GEDF-ი მომავალ წელს ქარის რამდენიმე სადგურის ამოქმედებას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიზანი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიების დივერსიფიცირებაა. ამ თვალსაზრისით, ფონდი ფიქრობს, რომ ქარის ენერგია გენერაციის 20%, მზის ენერგია კი დაახლოებით 5%-ს დაიკავებს.

“ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის საქართველოს გენერაციის დაახლოებით 20% შეადგენდეს ქარის ენერგიას, დაახლოებით 5% შეადგენდეს მზის ენერგიას და ჩვენი გენერაცია იყოს დივერსიფიცირებული. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისება მოხდეს ოპტიმალურად და ეკონომიურად.

ჩვენ მიერ განხორციელებული სიმძლავრეები დღემდე წარმოადგენს 140 მეგავატს, თუმცა მომავალ სამ წელში დაგეგმილია, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს 500 მეგავატამდე. ეს თანხაში დაახლოებით 800 მილიონს შეადგენს”,- აღნიშნა ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი  აქციების 100%-ის მფობელია სახელმწიფო. ფონდის პორტფელი მთლიანობაში 20 ენერგოპროექტს მოიცავს, მათგან 12 მზისა და ქარის სადგურების პროექტებია, 2 ბიომასისწარმოებაზე გათვლილი, დანარჩენი კი მცირე ჰესები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023