ენერგეტიკა
01/07/2022

გიორგი აბრამიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტის ფასი ზრდას განაგრძობს

ელექტროენერგიის იმპორტის ფასი წელს 8 ცენტის ფარგლებშია, ფასი იზრდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება - ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაცია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, იმპორტის ფასი არაპროგნოზირებადია, და რუსეთს შეუძლია ეს ფასი სურვილისამებრ ხელოვნურად ან გამიზნულად აწიოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ხაზის გასმა, რომ ჩვენი საკუთარი განახლებადი ენერგიის ობიექტები უნდა განვავითაროთ, უნდა გვქონდეს პროგნოზირებადი ფასი, წარმოება და არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული თუნდაც ფასების, ან თუნდაც პოლიტიკურ ნებაზე. განსაკუთრებით დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ რუსეთი როგორ ბოროტად იყენებს თავის ენერგეტიკულ ბერკეტებს მეზობლებთან მიმართებაში. შესაბამისად, საკუთარი გენერაციის განვითარებაზე უარის თქმა არასწორია. თანაც, საუბარია განახლებად ენერგიაზე და არა წიაღისეულზე. ამ რისკების არ დანახვა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა,“ - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023