ენერგეტიკა
02/06/2022

გიორგი ფანგანი: გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდის საფრთხე არ არის

მიმდინარე წელს გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განმარტა, მართალია კომერციული ტარიფები იზრდება, თუმცა ამავდროულად იზრდება მოხმარება, რაც სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნების ერთ-ერთი საფუძველია. 

"გაზის ფასის ზრდა შეეხებათ კომერციულ მმხმარებლებს. მათ, ვისი ტარიფებიც არის დარეგულირებული, ანუ არ დგინდება კომისიის მიერ. თუმცა, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. მით უმეტეს, რომ ფასის ზრდას გარკვეული პროცედურები აქვს, რომელსაც სემეკი განსაზღვრავს. რაც შეეხება ფასის ზრდის მოტივაციას, ეს არის კომპანიებისთვის შესყიდვის ფასის გაზრდა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მომწოდებელმა კომპანიამ, აზერბაიჯანულმა "სოკარმა", გაზარდა ბუნებრივი გაზის ფასი დაახლოებით $50-ით. ეს ფასი ზოგადად ფორმულით ითვლება და არ არის ფიქსირებული. ამ ფორმულით ფასმა მიაღია მაქსიმალურ ზღვრულ ფასს. შესაბამისად, მისი ასახვა მოხდება არასაყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფებშიც. იმის მიუხედავად, რომ ფასი გაიზარდა "სოკარის" მიერ, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ახლოსაც ვერ მიდის იმ ფასებთან, რაც დღეს ევროპაშია. იქ ფასები $1000-ის ფარგლებში ტრიალებს. ჩვენთან კი გაზის კომერციული ტარიფი დაახლოებით $230-ია",- აღნიშნა ფანგანმა. 

მან საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. 

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ველოდებით. არ არის არანაირი საფრთხე, რომ ტარიფები გაიზარდოს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქაც დამოკიდებული ვართ იმპორტიორზე. დამოკიდებულები ვართ გაცვლით კურსზე. ბევრი კომპონენტია, რასაც წლის ბოლოს უნდა დავაკვირდეთ. თუმცა, ამ ეტაპზე არანირი საფრთხე არ არის. მით უმეტეს, გათვალისწინებული კურსი რაც გვქონდა კომპანიებში, ნაკლები გამოდგა ჩვენთან ჩადებული ტარიფში. ასევე ძალიან გვეხმარება ის, რომ სერიზულადაა გაზრდილი მოხმარება, რაც ტარიფზე ყოველთვის აისახება. მაგალითისთვის, "სოკარის" არეალში ყოველწლიურად მოხმარების დაახლოებით 12%-იან ზრდას ვუყურებთ. ამ მიზეზების გამო ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ",- განაცხადა ფანგანმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023