ენერგეტიკა
14/04/2021

GOGC-ს პანდემიური წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება ₾13 მლნ-ით გაეზარდა

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მოგების ზრდაზე აცხადებს.

სახელმწიფო კომპანიას 2020 წლის 6 თვეში  შემოსავლები და მოგება გაზრდილი ჰქონდა.  არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიამ თავად გამოაქვეყნა.

პანდემიური წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 486.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან (52.809 მლნ  ლარი) ზრდას აჩვენებს. საოპერაციო მოგება 100 მლნ ლარს აღემატება, წმინდა მოგება კი, 45.185 მლნ ლარია, რაც 12.9 მილიონით მეტია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელზე.

GOGC -ის შემოსავლები 2020 წლის 6 თვეში

  • ბუნებრივი გაზის რეალიზაცია - 320.483 მლნ ლარი
  • ელექტროენერგიის წარმოება - 124.835 მლნ
  • ნედლი ნავთობის რეალიზაცია - 6.698 მლნ ლარი
  • გაზსადენების იჯარა - 21.5 მლნ
  • ნავთობის ტრანსპორტირება - 13.06 მლნ

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023