ენერგეტიკა
27/07/2023

Helios Energy მომხმარებლებს აივნებისთვის განკუთვნილ მზის პანელებს შესთავაზებს

კომპანია Helios Energy ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ტესტირების ეტაპზეა და სექტემბრიდან მომხმარებლებს აივნებისთვის განკუთვნილ პანელებს შესთავაზებს.

მზის პანელების დამონტაჟება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პროექტის მთავარი მიზანი განახლებადი ენერგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების კიდევ უფრო წახალისებაა.

"ამას საბოლოოდ საქართველოს ენერგეტიკისთვის საერთო სარგებლის მოტანა შეუძლია. ასევე ვმუშაობთ კიდევ ერთ საპილოტე პროექტზე, რაც თბური ტუმბოების ტექნოლოგიის გამოყენებით კონკრეტული შენობის 100% ელექტროენერგიაზე გადაყვანას გულისხმობს"-ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ  "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ Helios Energy ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და ამ დროისთვის კომპანიას გერმანიაში 3, საქართველოში კი 10 მეგვატზე მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აქვს დამონტაჟებული. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023