ენერგეტიკა
25/09/2023

HELIOS ENERGY: ნეტო-აღრიცხვის ახალ მოდელთან დაკავშირებით მონახაზს ოქტომბერში წარვადგენთ

ნეტო-აღრიცხვის ახალ მოდელთან დაკავშირებით ჩვენს მონახაზს ოქტომბერში წარვადგენთ - ამის შესახებ „ენერგონიუსთან“ Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია საუბრობს.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნეტო-აღრიცხვის ის მოდელი, რომელიც დღეს პრაქტიკაშია დანერგილი, ამ სახით მუდმივად ვეღარ იარსებებს. ამიტომ, ახალი მოდელის შემუშავების საკითხზე კერძო სექტორი სემეკთან ერთად მუშაობს.

როგორც თორნიკე დარჯანია განმარტავს, დაცული უნდა იყოს იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესები, რომლებიც ნეტო-აღრიცხვის სისტემაში და ქსელში ახორციელებს ინვესტიციას.

„ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რეგულაცია შეიცვლება ისე, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდეთ, ან რამე გაუარესდება და ინვესტორებს ცუდ ვითარებაში ჩავაყენებთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზის ელექტროსადგურში აკეთებს ინვესტიციას, არის ჩვეულებრივი ინვესტორი. ამიტომ, მათი ინტერესები დაცული უნდა იყოს. უნდა არსებობდეს რეგულაციის და კანონმდებლობის მიმართ ნდობა და დარწმუნებულები ვართ, ასეც იქნება, რადგან ამაზე მხარდაჭერა გვაქვს როგორც სემეკ-იდან, ასევე სამინისტროდან და მთავრობიდან.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოდელი გვექნება მომავალში, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ სემეკთან. ოქტომბერში ჩვენ გვექნება მონახაზი და დავიწყებთ ერთობლივ მსჯელობას, იმიტომ რომ სემეკი ამ მომენტისთვის მუშაობს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის დანერგვაზე. რაც თავისთავად, ნეტო-აღრიცხვის რეგულაციას, ისეთი სახით, როგორიც დღეს გვაქვს - არ ცნობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე გაუარესდება“ - ამბობს თორნიკე დარჯანია.

მოქალაქეებისა და საწარმოების მიერ საკუთარი სახლის სახურავებზე დამონტაჟებული მიკრო-სიმძლავრეების რაოდენობა 800 აღწევს. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია.

ნეტო-აღრიცხვის მოდელი დღეს შემდეგნაირია: თუ პირი ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, მას შეუძლია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას. ეს პირს საშუალებას მისცემს, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოხმარება, დაზოგოს კომუნალური ხარჯები და მიიღოს სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან.

 energynews.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023