ენერგეტიკა
24/10/2022

ილჰამ ალიევი საქართველოს გავლით გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას გეგმავს

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით და ბაქო-სუფსის მილსადენი დატვირთოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მუხრანში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და ახალ პროექტებზე ისაუბრეს.

„მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით,“ - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი აპირებს 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

„ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ახალი პროექტები ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიმართულებით ინიციატივებსაც.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.

„10 გიგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გიგავატი გავიტანოთ ექპორტზე. ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და საქართველო და აზერბაიჯანი ითანამშრომელებენ ამ იმართულებითაც. ამით გაიზრდება ჩვენი კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი,“ - აცხადებს ალიევი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023