ენერგეტიკა
21/07/2023

ინდური Tata Group დიდ ბრიტანეთში $5 მლრდ-იან გიგაქარხანას ააშენებს

ინდური Tata Group ბრიტანეთში ელექტრომობილების ელემენტების ქარხანას ააშენებს. შედეგად, ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ელემენტებით თავისი Jaguar Land Rover-ის ქარხნები მოამარაგოს, რაც დიდ სტიმულს მისცემს ავტომობილების საკუთარ ინდუსტრიას, რომელსაც ელემენტების შიდა წარმოება ესაჭიროება.

ბრიტანეთის მთავრობის და Tata-ს გამოცხადებული გეგმის მიხედვით, კომპანია თავის პირველ გიგაქარხანას ინდოეთის ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთში, 4 მლრდ ფუნტის ინვესტიციით (5,2 მილიარდი აშშ დოლარი) ააშენებს, შექმნის 4000-მდე სამუშაო ადგილს და აწარმოებს ელემენტებს საწყისი სიმძლავრით 40 გიგავატ საათი.

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მთავრობა არ აკონკრეტებს, თუ რა მოცულობის ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა ინვესტიციის სანაცვლოდ Tata-ს და როგორ გაუმკლავდა ესპანეთს, რომელიც ასევე ლობირებდა პროექტის განხორციელებას. BBC-მ განაცხადა, რომ მთავრობა Tata Group-ს ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების სუბსიდიებს გაუწევს.

„ჩვენ დისკუსია გვაქვს უამრავ კომპანიასთან და კონკურენციას ვუწევთ მსოფლიოს ქვეყნებს ასეთ დიდ ინვესტიციებში. ეს არის ინდუსტრიები, რომლებიც ყველაზე სწრაფად განვითარდებიან ამ საუკუნეში და რა თქმა უნდა, ელექტრომანქანები ერთ-ერთია ამ ინდუსტრიებს შორის. ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი მუშახელი, გვაქვს ბრწყინვალე უნივერსიტეტები და გვაქვს რამდენიმე ყველაზე პროდუქტიული ავტომობილების ქარხანა ევროპაში“ - აცხადებს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯერემი ჰანტი.

ელექტრო მანქანების (EV) ელემენტების გიგაქარხნების მშენებლობაში დიდი ბრიტანეთი ევროპელ კონკურენტებს ჩამორჩება. ევროკავშირის მასშტაბით, დაგეგმილია ან მშენებარე ეტაპზეა 30-ზე მეტი გიგაქარხანა. ბრიტანეთში ამჟამად მხოლოდ ერთი, Nissan-ის მცირე ქარხანაა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023