ენერგეტიკა
23/06/2023

"ინვესტორების ქვეყანაში შემოყვანა მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს"

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ პარტნიორ ლიეტუვურ კომპანია „ვიასოლისთან“ ერთად თბილისის 3 და ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურით აღჭურვის პროექტი განახორციელა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ჯაბა ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა პროექტმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 საჯარო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტი და თავდაცვის სამხედრო ბაზები მოიცვა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროს შეადგენს. ჯამურად პროექტის დადგმული სიმძლავრე 1.3 მგვტ-ია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი სიდიდის მზის ელექტროსადგური არ არსებობს.

“პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მიმართულებით. მოსწავლეებს სკოლებში, ადგილზე აქვთ საშუალება გაეცნონ, თუ როგორ ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც დარგის პოპულარიზაციის განმაპირობებელია,"- აცხადებს ხმალაძე.

მისი მტკიცებით, ინვესტორების ქვეყანაში შემოყვანა მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს. ასევე, ამგვარი პროექტები, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულობას მნიშველოვნად შეამცირებს.

გარდა ამისა, მსგავსი პროექტები განახლებადი ენერგიების მიმართულებით  ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას პასუხობს.

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის იმპორტდამოკიდებულობა ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა ეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის მამოტივირებელია, რათა ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ და რესურსები აითვისონ.  

ცნობისთვის:მწვანე სამუშაო ადგილები სულ მცირე შეიძლება შეიქმნას ენერგეტიკისა და სამთო მოპოვების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების, მშენებლობის და წარმოების სექტორებში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023