ენერგეტიკა
30/03/2021

ირაკლი იაშვილი: ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს

იმდენად დაგვიანებული არ არის რომ ჩიხიდან ვერ გამოვიდეთ, - ასე აფასებს ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პროცესში სიმართლე გამოსავალია.

"თუ სიმართლე იმარჯვებს - იმარჯვებს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში დავინახე ჯანსაღი პროტესტის ნაწილი, ადამიანები რეალურად განიცდიან ეკოლოგიურ საკითხებს. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია კომუნიკაცია, თუმცა ინვესტორის საქმე არაა ხალხთან ურთიერთობის მოგვარება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ე.წ გაიდლაინებია შესაქმნელი თუ როგორ იმოქმედოს სახელმწიფომ და ბიზნესმა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი იაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ინვესტორი მარტო რჩება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, ჩიხში შედის.

"მოთხოვნების ნაწილი პოლიტიკურია და არ მსურს ამის განხილვა. პროცესი უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. ჩემთვის ნამახვანჰესის, და ზოგადად მსგავსი პროექტების, მნიშვნელობა პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობაზე რაც უდრის ქვეყნის დამოუკიდებლობას.

პროცესის დაგვიანებამ გამოიწვია დამატებითი კითხვები და უნდობლობა, მაგრამ გვიანი არ არის ამის გამოსწორება", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ კომპანია ENKA-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა, სადაც განიხილეს პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ როგორც ბიზნეს ასოციაციები და არასამთავრობო სექტორი, ასევე დიპკორპუსი და მთავრობის წარმომადგენლები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023