ენერგეტიკა
25/09/2023

ირაკლი ტყებუჩავა: ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი წელს 7.5-8 ცენტამდეა შემცირებული

2023 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 24%-ით გაიზარდა.

7 თვეში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტისგან 80 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი, მეტი, ტრადიციულად, წელსაც თურქეთში გავიდა, მცირე მოცულობით ექსპორტი განხორციელდა სომხეთშიც. 

როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში თურქეთში ელექტროებნერგიის ექსპორტი ძალიან მიმზიდველი გახდა.

როგორც „გროს ენერჯის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი 7.5-8 ცენტამდეა შემცირებული.

„ბოლო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა დიდი გავლენა იქონია თურქულ ვალუტაზე. ლირა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მსყიდველუნარიანობა დაკარგა, ვინაიდან ექსპორტი ხდება დოლარში, ელექტროენერგიის ფასი დაცემულია. თუმცა მოლოდინია, რომ მომავალში ისევ გაიზრდება საექსპორტო ღირებულება. თურქეთი დეფიციტური ქვეყანაა და ახრციელებს იმპორტს ჩვენი ქვეყნიდან. მათი ჰიდრორესურსიც შეზღუდულია. შესაბამისად, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წარმატებით ხორციედებოდა წელსაც,“-აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

მისივე თქმით, ჭარბი ნალექის პირობებში ელექტროენერგიის ექსპორტი წელს აპრილიდან დაიწყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ნალექი გვქონდა წელს, სისტემას ქონდა ჭარბი ელექტროენერია და შედარებით ადრე დაიწყო ექსპორტი.“-აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023