ენერგეტიკა
03/07/2023

კახეთში, "სტორი 1 ჰესი" ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "სტორი 1 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. "სტორი  1 ჰესი" კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორზე მდებარეობს. სადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება.

„სტორი 1 ჰესი“ - ს პროექტის წარმატება მთავრობის, ინვესტორისა და ადგილობრივი თემის ეფექტურმა ურთიერთობამ განაპირობა. შედეგად, ყველა მოგებული დარჩა. უშუალოდ სადგურის მშენებლობის პროცესში 130 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც ბევრი ადგილობრივია, სადგურის წლის ბოლომდე ჩაერთვება ერთიანი ენერგეტიკულ ქსელში, სახელმწიფოს კი შეემატება კიდევ ერთი ჰიდროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 33.6 მგვტ-ი, სავარაუდო წლიური გამომუშავება 150 მილიონი კვტ/სთ, ხოლო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია კი 45 მილიონი აშშ დოლარია,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მხარდაჭერის სქემით კიდევ არაერთი ენერგეტიკული ობიექტი აშენდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას. მისი თქმით, საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

„სტორი 1 ჰესი“ - ს ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ, ინვესტორი კომპანია სოფელ ლეჩურის მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათებს დააწესებს. აქამდე, უკვე გარემონტდა ადგილობრივი სკოლა, რესტავრაცია ჩაუტარდა სოფლის სალოცავს, განახლდა სოფლის გზები და სხვ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023