ენერგეტიკა
08/09/2020

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა წლის I ნახევარში ₾9.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

„ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ 2020 წლის 6 თვეში 9.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგურის მფლობელის „საქართველოს კაპიტალის“ (GCAP) ინფორმაციით, ელექტროსადგურმა 46.6 გვტ.სთ გამოიმუშავა, რაც სიმძლავრის 51%-იან დატვირთვას ნიშნავს.

GCAP–მა ქარის ელექტროსადგურიდან 4.9 მლნ ლარის დივიდენდის მიღებაზეც განაცხადა.

საქართველოს პირველი ქარის ელექტროსადგური „საქართველოს კაპიტალმა“ 2019 წლის ნოემბერში 14.4 მლნ დოლარად იყიდა. 

შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6 ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) შედგება, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია. 

სადგურის გამომუშავების წლიური საპროგნოზო მოცულობა 84 100 000 კვტ/სთ–ია. მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტს შეადგენს. 

„საქართველოს კაპიტალი“ ქარის ახალი ელექტროსადგურების აშენებასაც გეგმავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023