ენერგეტიკა
18/06/2021

კატარინა ბიორლინ ჰანსენი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის გაუმჯობესება

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს მოქნილი ენერგეტიკული სისტემა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების - ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებლობის რაც შეიძლება მაღალი დონე. უცხოური ვალუტის წნეხის გამო იმპორტირებული გაზი ძვირია საქართველოსთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გაქვთ დიდებული რესურსები ქვეყანაში. ჩვენი გადმოსახედიდან, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ადგილობრივი ენერგიის წყაროები - როგორც ჰიდრო, ასევე მზისა და ქარის ენერგიები. ვფიქრობთ, ეს იქნებოდა ბრწყინვალე იდეა. ეს არის სცენარი, რომელიც უცხოელი ინვესტორების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ეს საკვანძო მიმართულება იქნება წინსვლისთვის,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

მისი თქმით, ქვეყნის ენერგეტიკის მხარდასაჭერად EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტს 90 მლნ ევროთი აფინანსებს.

„ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგიის საიმედო ტრანსმისიისთვის ქვეყანაში. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ელექტროსისტემა ფარავს მთელ ქვეყანას, შორეული სოფლების ჩათვლით. ეს ასევე მნიშვნელოვანია განახლებადი სექტორისთვის, ვინაიდან განახლებადი სექტორი კვებავს ენერგეტიკას ქსელის დახმარებით. ქსელი კი უნდა იყოს კარგ ფორმაში, რათა აითვისოს ეს სიმძლავრე. ასევე გასულ წელს, როდესაც ყველა და ყველაფერი გადავიდა დისტანციურად, ონლაინ მუშაობაზე, ჩვენ უკიდურესად დამოკიდებული გავხდით დაცულ და საიმედო ენერგეტიკულ სისტემაზე. საქართველომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა გასულ წელს დიდი ნაბიჯი გადადგა გაციფრულებისკენ, ხალხი მუშაობდა, სწავლობდა ონლაინ. თუმცა, ეს ყველაფერი მოითხოვს ენერგიის საიმედო მიწოდებას, რადგან ინტერნეტი ელექტროენერგიის გარეშე არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ ერთი სული გვაქვს ეს პროექტი სწრაფად განხორციელდეს,“ - აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023