ენერგეტიკა
28/07/2023

"ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "ხობი 2 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
 
სადგური სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ - ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით  63,1 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა.
 
„ხობი 2 ჰესი“ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება,“ - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის“ მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023