ენერგეტიკა
19/12/2022

"ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით,  შეთანხმება შედგა ინვესტორ კომპანიასთან -  სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი და მისი განხორციელება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ  სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა - ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის  „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაესრულებინა კონტრაქტი, პოზიტიურად გადაწყდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, მისი ინფორმაციით, პროექტი უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოცხადდება.

„ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია - საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023