ენერგეტიკა
07/06/2023

"ლაჯანურჰესის" რეაბილიტაციისთვის ₾20 მლნ-ი დაიხარჯება

„ლაჯანურჰესზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება.

ამ ეტაპზე ჰესის მესამე აგრეგატის რეაბილიტაციაა დაწყებული. დასრულების ვადად კი 2023 წელია განსაზღვრული. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე თითქმის სამი მეგავატით, 116 მგვტ-მდე გაიზრდება.

სემეკის ინფორმაციით, 2007 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები 40 მილიონ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, ლაჯანურჰესი მაღალი დაწნევის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მუშაობს ლაჯანურის და ცხენისწყლის გადმოგდებით მიღებულ საერთო წყალჩამონადენზე. ლაჯანურჰესის მშენებლობა 1950-იან წლებში დაიყო და ის ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023