ენერგეტიკა
01/06/2021

ლარსი ჰესი: თეა გოდოლაძე მიზანმიმართულად ცრუობს, რაც დარგის დისკრედიტაციას ემსახურება

ლარსი ჰესის ადმინისტრაციას განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ამა წლის 27 მაისს ერთ-ერთი მაუწყებლის ეთერში, დებატებში მოწვეული სტუმრის, „სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორის, ქალბატონი თეა გოდოლაძის განცხადებას. 

ქალბატონმა გოდოლაძემ პერდაპირ ეთერში ორჯერ, მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თითქოს „ლარსი ჰესი“ დაიტბორა, განადგურდა, აღარ მუშაობს და დაიღუპა 20 ადამიანი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და დეზინფორმაციას.

ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ესპლუატაციაში შევიდა 2013 წელს და მას შემდგომ წარმატებით ოპერირებს. ჰიდროელექტროსადგურმა თავისი ფუნქციონირების პერიოდში, გადაიტანა და გაუძლო არაერთ მასშტაბურ სტიქიურ მოვლენას. გარდა ამისა,  აღნიშნული სტიქიების დროს, ჰესის წყალმიმღებმა ნაგებობებმა შეაჩერა ღვარცოფული ნაკადები, რამაც გადაარჩინა არაერთი ადამიანის სიცოცხლე და მიმდებარე მნიშვნელოვანი ობიექტი (საბაჟო-გამშვები პინქტი „ყაზბეგი“, მესაზღვრეთა საბაზო შენობა, სასტუმრო, ხიდი მდ. ბროლისწყალზე და სხვა.) ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ლარსი ჰესზე“  მშენებლობის და ოპერირების პერიოდში არცერთი ადამიანი დაღუპულა.

ქალბატონი გოდოლაძის ზემოთ აღნიშნული განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება დარგის დისკრედიტაციას და საზოგაოდების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ფუნქციონირებს უწყვეტ რეჟიმში, სტაბილურად და სრული სიმძლავრით ამარაგებს ქვეყნის ენერგოსისტემას", ნათქვამია განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023