ენერგეტიკა
04/04/2022

ლევან დავითაშვილი: ნამახვანი ჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს, ოღონდ სწორად

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამ პროცესში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს და  მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია დამყარდეს.  

"სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე გვიწევს საუბარი. ამაზე პასუხისმგებლობა ბევრმა მხარემ უნდა გაიზიაროს. აქ არ იყო მხოლოდ ერთი რგოლის პრობლემა. კომუნიკაციის პრობლემა იყო ინვესტორიც მხრიდანაც. ასევე გადამეტებული და უპასუხისმგებლობები ქმედებები დავინახეთ ზოგიერთი ჯგუფის მიერ. ამან სახელმწიფოს რისკები შეუქმნა. საბოლოოდ, ეს პროცესი უნდა განხორციელდეს, სწორად. მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ",- აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე განმარტებით, ასეთ მსხვილ პროექტებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის დარგში, აუცილებელია სახელმწიფოს მეტი მონაწილეობა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში საჭიროა მეტი სახელმწიფო მონაწილეობა. ენერგეტიკული პროექტები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მეტ ჩართულობას მოითხოვს",- განაცხადა დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023