ენერგეტიკა
31/07/2020

მინისტრი: ნენსკრა ჰესი ენერგოუსაფრთხოებისთვის სტრატეგიული პროექტია

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო საუბრის მთავარი თემა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რეს შორის ონლაინ შეხვედრაზე. 
 
მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკაზე აღნიშნეს. ასევე აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25%-ით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა.
 
კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. 
 
„საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
მისი თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და  ენერგოუსაფრთხოებისთვის. 
 
„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ  პროექტის მიმართ და მზადყოფნა, რომ მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 
 
შეხვედრაში მონაწილეობდა კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023