ენერგეტიკა
21/11/2022

მთავრობა "ნენსკრა-ჰესთან" დაკავშირებით ინვესტორს ვადას აძლევს

მთავრობა კომპანია K-WATER-ს 2022 წლის ბოლომდე აძლევს ვადას, "ნენსკრა-ჰესთან" დაკავშირებით განახლებულ პირობებს დათანმხდეს და პროექტის განხორციელება გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმება იგეგმება. 

"სამწუხაროდ, "ნენსკრა-ჰესის" პროექტი თავის ვადებში ვერ შესრულდა, ინვესტორმა კომპანიამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვალდებულებები ვერ შეასრულა. K-WATER-ს წლის დასაწყისიდან კიდევ ერთი შანსი მივეცით. დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები. სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სრული უფლება, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, კომპანიამ ამდენი ხანი ვალდებულებები ვერ შეასრულა და განუხორციელებელი პროექტით საქართველოს ეკონომიკა დააზიანა. იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაში აღმოჩნდება მზად და მოქნილი, რომ მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები და განაგრძოს პროექტის განხორციელება, რაც ისევ საქართველოს ენერგეტიკული ინტერესებიდან არის გამომდინარე. 

პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, მოკლე დროში უნდა შევთანმხდეთ განახლებულ პირობებზე, ან ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რომ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს და დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტი პროცესი. ჩვენი განწყობაა, გავაგრძელოთ მუშაობა, განვახორციელოთ პროექტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან პროექტის რეალურად განსახორცილებლად მზადყოფნა იყოს. წლის ბოლომდე უნდა შევთანმხდეთ, რადგან მომავალ წელს მეტი დრო აღარ გვექნება, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023