ენერგეტიკა
23/10/2023

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების ჯამური ინვესტიცია $400 მლნ-ს აჭარბებს

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.

„განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

„წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023