ენერგეტიკა
15/09/2020

მურმან მარგველაშვილი: ენერგობაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს კონკურენციას

ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები ბაზრის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ლიბერალიზაციის პროცესი ერთი მხრივ, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავის მხრივ ფასთა ცვლილებაზე დადებითად აისახება.

„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ერთი მხირვ უწყობს ხელს კონკურენციას, კონკურენცია კი ამცირებს ღირებულებებს, აუმჯობესებს ხარისხს და ეს მომხმარებლისა და მთლიანად ენერგო სექტორისთვის დადებითი მოვლენაა. მეორე, ეს არის გამჭვირვალე გარემო, რომელიც სტაბილურობის უფრო მეტ შეგრძნებას აჩენს. ინვესტორებს უჩნდებათ იმის შეგრძნება, თუ როგორი ტენდენციები და წესები იქნება ბაზარზე. თუ ეს სტაბილური გარემო იქნება, ის ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და შესაბამისად, მთელი სექტორის განვითარებას.

რეფორმა უნდა დაჩქარდეს და ბოლომდე უნდა მივიდეს. ეს მთავარი პრინციპები - ღია კონკურენცია, ბაზარზე თავისუფლად შემოსვლის პირობები და ქსელზე თავისუფალი დაშვება იყოს დაცული“,- განმარტა ენერგეტიკოსმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023