ენერგეტიკა
02/07/2020

ნამახვან ჰესის მშენებლობა მალე დაიწყება

„ნამახვან ჰესს“ უკვე აღებული აქვს მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა მალე დაიწყება,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის ენერგოსექტორისთვის უდიდესი პროექტი, რომელშიც 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება.

„რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომლითაც შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, მსხვილ პროექტებთან ერთად შედარებით მცირე მასშტაბის ელექტროსადგურების მშენებლობებიც მიმდინარეობს.

„სულ ახლახან განვაცხადეთ, ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის შესახებაც, რომელსაც საქართველოში ამერიკული ცერბერუსის ფონდი განახორციელებს. ეს ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში. სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა. ჩვენ ვითხოვთ ინვესტორისგან, რომ მეტი დიალოგი ქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დიალოგის ნაკლებობის გამო ბევრი პროექტი შეფერხდა და გადაიდო მაგრამ გვაქვს წარმატებული მაგალითებიც,“ - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023