ენერგეტიკა
22/09/2021

“ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება - "ენკა" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. შედეგად, ის  $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობაზე უარს ამბობს. 

Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებიდან ირკვვევა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი  პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.

შეგახსენებთ,ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2015 წელს გაიცა,მის გაუქმებას კი პროტესტანტები ითხოვდნენ.

ნამახვანჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ი უნდა ყოფილიყო,სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ,ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელი იყო განსაზღვრული. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023