ენერგეტიკა
30/01/2021

ნამახვანჰესი, როგორც რეზერვის წყარო, ენერგოსისტემას უფრო სტაბილურს გახდის - მარიამ ჩახვაშვილი

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა, - ამის შესახებ განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს.

"ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის - ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის სადგურის უპრობლემოდ მიღება სისტემაში," - განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.

ნამახვანის ჰესი არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. პროექტის 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2000 - მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები იქნებიან. სადგურის სრულად ექსპლუატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023