ენერგეტიკა
12/03/2021

"ნამახვანჰესზე საქმიანი განხილვის ნაცვლად, ადგილობრივებმა შოუს მოწყობა გადაწყვიტეს"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ქუთაისში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. 

"დღეს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები "ნამახვანჰესის" ირგვლივ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საქმეზე სასაუბროდ ჩავიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც იმ ტექნიკურ საკითხებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის და ე.წ. გარემოსდამცველები მხოლოდ მინისტრთან საუბარს ითხოვდნენ. ეს გარემოება აჩენს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ ხალხს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, შოუს მოწყობა ჰქონდათ განზრახული", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023