ენერგეტიკა
14/12/2020

"ნამახვანიჰესის" პროექტი დადგენილ ვადებში განხორციელდება - თურნავა

"ნამახვანიჰესის" პროექტი დადგენილ ვადებში და წარმატებით განხორციელდება. როგორც  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ,,ბიზნესპარტნიორის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამინისტრო  პრობლემის დარეგულირებაში აქტიურადაა ჩართული.

"ინვესტორი კომპანია ENKA 2000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს კომპანია უამრავ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რაც მისასალმებელია. ჩვენ ჩართულები ვართ იმ პრობლემის დარეგულირებაში, რაც დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიას შეექმნა ნამახვან ჰესის მშენებლობის თაობაზე.

 მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწორად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამშენებლო ნებართვა ითვალისწინებს გარკვეულ ფაზებს და გარკვეული ვადების შესრულებას. ამ ეტაპზე თავად კომპანია აწარმოებს დიალოგს მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დარწმუნებული ვარ, პროცესი მალე აღდგება და ეს მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილ ვადებში წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023