ენერგეტიკა
09/02/2023

ნარმანია: საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება საფუძველი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა.

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია.

„დარწმუნებული ვარ, სემეკის,  სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება საფუძველი. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისათვის. შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრის ფუქციონირებისათვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და ეფექტიან მონიტორინგს, ისევე როგორც მომხმარებელთა უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმების არსებობას. ამ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, სემეკის წევრი და პროექტის ლიდერი გიორგი ფანგანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები, ალბერტო ბიანკარდი, პიეტრო ფალკონი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023