ენერგეტიკა
09/03/2021

ნათია თურნავა: არ გვექნება ელექტროენერგია, არ გვეყოლება ტურისტი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ნათია თურნავას რწმუნებით, ტურიზმის აღდგენა ენერგეტიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ზოგჯერ ამ ორს ერთმანეთს უპირისპირებენ ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ის, რომ დღეს სეზონურობის თვალსაზრისით მოხმარებაში ორი, ზამთრისა და ზაფხულის პიკი გვაქვს, ეს სწორედ ტურიზმის დამსახურებაა. იმდენად განვითარდა ტურიზმი, რომ მოთხოვნა კონდიცირებაზე, იგივე სასტუმროებში, ძალიან მაღალია. თუ ეკონომიკური ზრდა იქნება 5% და ამაში ეჭვი არ გვეპარება, მანდ ერთ-ერთ გამწევ როლს აღდგენადი ტურიზმი შეასრულებს. ის განაპირობებს ენერგეტიკის 3.5%-იან ზრდას. ერთი მეორეს გარეშე შეუძლებელია. არ გვექნება ელექტროენერგია, არ გვეყოლება ტურისტი. ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023