ენერგეტიკა
29/07/2020

ნათია თურნავა: EBRD-ის 90 მლნ-იანი დაფინანსებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა, - ამას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა.

„განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. EBRD - მა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური - წყალტუბოს, ნამახვანი - წყალტუბოს, ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის, ნენსკრა - მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023