ენერგეტიკა
21/10/2021

ნათია თურნავა: იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებით მსხვილი იაპონური კორპორაციები ინტერესდებიან. ეკონომიკის სამინისტრო ნათი თურნავას კორპორაციების წარმომადგენელბთან ონლაინ შეხვედრის დეტალებზე იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაპონურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალის უკეთ შესწავლის ინტერესი გამოთქვა.

"აღინიშნა, რომ საქართველო, ევროპა - აზიას შორის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს რეგულაციებიდან გამომდინარე, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია იაპონური კაპიტალისთვის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ორმხრივი საინვესტიციო დაცვის შესახებ შეთანხმების არსებობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან მოქმედებს და დამატებითი სტიმულია იაპონური ინვესტორებისთვის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკისკენ მიმართონ", - ნათქვამია რელიზში.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მიესალმება საქართველოში იაპონური კომპანიების უფრო მეტად გააქტიურებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივად ხელსაყრელი ნორმატიული ბაზა, რათა უფრო მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიდეს იაპონიის ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დაახლოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე იაპონიას," - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების - Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა მთელ რიგ სექტორებთან დაკავშირებით. მათ შორის, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის" წარმოება, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023