ენერგეტიკა
24/05/2021

ნათია თურნავა: მწვანე რესურსი გვაქვს და მის სწორად გამოყენებაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობაზე პრობლემა 80-იანი წლებიდან მოდის. მინისტრი პროცესში ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის ნიშნებსაც ხედავს.

“პრობლემა კომპლექსურია. ჰესების მიმართ უნდობლობა 80-იანი წლებიდან მოდის, რა თქმა უნდა მთელ ამ პერიოდში აქაც იყო ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის ელემენტები.

როდესაც ჩვენ გვაქვს განახლებადი ენერგიის მწვანე რესურსი, მის სწორ გამოყენებაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ?! როდესაც მეზობელ ქვეყნებში ვხედავთ, რომლებსაც გააჩნიათ არცთუ ისე მწვანე, მაგრამ საკუთარი ენერგორესურსი, მაქსიმალურად იყენებენ მას. აზერბაიჯანში შენდება ახალი თბოსადგურები, იმიტომ, რომ მათ აქვთ ნავთობის და გაზის მარაგი. სომხეთში საუბარია ატომური სადგურის გაფართოებაზე, რადგან მათ ყველაზე მეტად ადარდებთ თავისი ენერგეტიკული მდგრადობა და დამოუკიდებლობა. იგივე ხდება თურქეთში. ჩვენ ქვეყანას კი, რომელსაც ღვთის ნაბოძები მწვანე რესურსი გვაქვს, რომელიც არის მომავლის რესურსი და ევროპის ენერგობაზრის ნაწილი უნდა გახდეს, როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ?

თუმცა, როდესაც კონკრეტულ პროექტზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი უკეთ დამუშავებული და კომუნიცირებული არ უნდა იყოს. მსხვილი ჰესები, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გარკვეულ პრობლემებთან არის ასოცირებული და დამატებით განმარტებას და მუშაობას საჭიროებენ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, “ნამახვანჰესი“ კარგად დამუშავებული და შესწავლილი პროექტია, თუმცა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“ამიტომაც არის მორატორიუმი გამოცხადებული კაშხალზე“, - დასძენს ნათია თურნავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023