ენერგეტიკა
21/10/2022

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა.
 
შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.
გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.
 
სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს.
 
კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციას უმასპინძლა. თურქმენული მხარე საქართველოში სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით იმყოფება.
 
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023