ენერგეტიკა
10/12/2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: ბაზარზე უხარისხო საავტომობილო ზეთები შემოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ეჭვობს, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე უხარისხო პროდუქცია შემოდის, რომელიც შემდეგ აქტიურად გამოიყენება ცნობილი ზეთების ბრენდების გასაყალბებლად.

ეჭვის საფუძველზე კავშირს პროდუქციის იმპორტის მაჩვენებელი აძლევს, რამდენადაც საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ნიშნული უცვლელია - 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,12 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელია.

კავშირში საყურადღებოდ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ ირანი გახდა. "ეს იმის მაჩვენებელია, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე კვლავინდებურად დიდი მოცულობით იქნება წარმოდგენილი უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენება საავტომობილო ზეთების ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად", - განმარტავენ კავშირში.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) პარალელურად საცხებ-საპოხი მასალები არ იმატებს და ეს იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ფაქტიურად არ ყოფილა ე.წ. „ლოკდაუნი“ და სხვადასხვა შეზღუდვა პანდემიიდან გამომდინარე, რასაც შეიძლება პირდაპირ უარყოფითად ემოქმედა საცხებ-საპოხი მასალების მოხმარებაზე.

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან 2,86 ათასი ტონა, რაც იმპორტის 16,7%-ია, მეორე ადგილზე თურქეთია 2,75 ათასი ტონით (16,1%), რუსეთი - 2,72 ათასი ტონა (15,9%); გერმანია - 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023