ენერგეტიკა
27/02/2021

OMV Petrom-ი საქართველოს წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო ლიცენზიაში $1.6 მლნ-ს გადაიხდის

ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის.

წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიასთან 25 წლის ვადით, 5 წლიანი გაგრძელების უფლებით გაფორმდება. კომპანიამ პირველი ერთი წელი გარემოზე ზემოქმედების შესწავლას და ანგარიშის მომზადებას უნდა დაუთმოს,  კიდევ მაქსიმუმ 6 წელი კი, ნავთობისა და გაზის ძებნის და ბურღვითი სამუშაოების ფაზაა.

რა მოცულობის გაზი ან ნავთობი შეიძლება არსებობდეს ამ ბლოკზე უცნობია, ტერიტორიაზე ფართო კვლევა არ ჩატარებულა.

„ეს ტერიტორია, სადაც OMV შემოდის ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი, ამიტომ ციფრებზე საუბარი ცოტა სპეკულაციურია, თუმცა მეზობელი ფართობი, უფრო სამხრეთით, შესწავლილია ამერიკული კომპანიის მიერ და იქ საუბარია დაახლოებით, 750 მლნ ტონა ნავთობის ან მისი ექვივალენტი გაზის ოდენობაზე. ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც OMV შემოვიდა მეტად პერსპექტიულად ითვლება და მეტი ფოკუსირება გაზის ძიებაზე იქნება“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.

მისი განმარტებით, OMV Petrom-მა შეისწავლა და გადაამუშავა არსებული მასალები, რაც ქართულ მხარეს გააჩნდა და აღმოაჩინა რუმინეთის წყლებში არსებული სტრუქტურების ანალოგიური სტრუქტურები.

ამ ჯგუფს რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა უკავშირდება და ამ პროექტში ჯგუფმა  1,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

„ეს სტრუქტურები ფაქტობრივად იდენტურია, ამიტომ ამ მიმართულებით უფრო დაინტერესდნენ. უფრო ნაცნობი და მიზანშეწონილია მათთვის ამ ბლოკის ათვისება“, - განმარტავს გიორგი ტატიშვილი და აღნიშნავს, რომ სექტორში პერსპექტივა ნამდვილად ჩანს.

„მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება და შეხვიდე ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ნავთობის და გაზის მრეწველების ტოპ-სიაში, ძალიან მნიშვნელოვანია და უპირობოდ ადასტურებს იმ პერსპექტივებს და საინვესტიციო გარემოს  მიმზიდველობას რაც ქვეყანაში გვაქვს“,  - მიიჩნევს  გიორგი ტატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში.  

საქართველოში მესამე სალიცენზიო ბლოკზე საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს, სადაც წინადადებების წარდგენის ვადა მაისში დასრულდება.

 

ფოტო: energynomics.ro

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023