ენერგეტიკა
06/10/2021

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურის აშენება განიხილება

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად, შესაძლოა, ქარის ელექტროსადგური აშენდეს.

2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე.

განახლებული მემორანდუმით განიხილება ონში 206 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გამომუშავება 780 კვტ.სთ იქნება. კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ცენტს. ინვესტორმა ვალდებულება უნდა აიღოს, რომ წლიურ სრულ გამომუშავებას სრულად საქართველოს ელექტრო ქსელს მიაწვდის.

მემორანდუმის ცვლილებამდე დაგეგმილი იყო 2 ჰესის მშენებლობა. ონი 1-ის დადგმული სიმძლავრე 122.46 მეგავატი იყო და ონი 2-ის 83.7 მეგავატი. PPA ითვალისწინებდა პირველი ჰესის შემთხვევაში გარანტირებულ ტარიფს 20 წლის განმავლობაში, ტარიფი იქნებოდა 6.65 ცენტი, 3.5%-იანი ესკალაციით. მეორე ჰესის შემთხვევაში სახელმწიფო მთლიანი გამომუშავების 20% შეიძენდა - 1 კვტ.სთ-ს 6.65 ცენტად, 3.5%-იანი ესკალაციით.

აღსანიშნავია, რომ ახალი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ სამი წლის ვადით დაიტოვა უფლება ააშენოს ან არ ააშენოს ონის კასკადი, თუმცა, PPA-ს გარეშე.

მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ფისკალური ხარჯი (კომპანიის მიერ მისაღები წლიური შემოსავალი) დაახლოებით შეადგენს 49 მლნ დოლარს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023