ენერგეტიკა
21/06/2021

პანკისში ხადორიჰესის ინვესტორმა მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პანკისის ხეობაში, 2 ჰესის, ჯამში $40 მილიონიანი პროექტის შესახებ „ბიზნესპარტნიორისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საუბარია, "ხადორი 3"-ის და "სამყურისწყალი 1"-ის მშენებლობაზე.

როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მდინარე ალაზანზე, 5.4-მეგავატიანი "ხადორი 3"-თან დაკავშირებით, პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 25 მეგავატიან „სამყურისწყალზე“, ამ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან წინააღდგეობა არ არის.

როგორც იორდანიშვილი აცხადებს, კომპანიამ ხეობაში მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

„არ ვიცი როდის დასრულდება ეს კამპანია, რადგან იგივე „ნამახვანჰესის“ ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ზოგადად მოსახლეობაზე ნეგატიურად იმოქმედა. მაგალითად, ლოპოტაზე  4 მგვტ-იან ჰესს აშენებს ჩვენგან დამოუკიდებელი კომპანია, ამ შეხედულებების ფონზე, ხალხმა იქაც კარვების გაშლა დაიწყო,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

„ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელი სამყურისწყალზე ჰესის მშენებლობის საკითხსაც ახსენებს და აცხადებს, რომ მისი მშენებლობა სავარაუდოდ, "ხადორი 3"-ის მშენებლობს პარარელურად დაიწყება.

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში უკვე არის ორი ჰესი,  „ხადორი 1“ და „ხადორი 2“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023