ენერგეტიკა
18/07/2023

რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ელექტროსისტემაში?

ქვეყნის ელექტროსისტემაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნის საიმედო ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ორგანიზაცია ამ დროისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, ფლობს ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურას და გადამცემ ქსელს - 94 ქვესადგურს და 3500 კმ-ზე მეტ ელექტროგადამცემ ხაზს.

„ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, როგორიცაა 500 კილოვოლტიანი ქვესადგური იდლიანი, ქვესადგური ლაჯანური, ოზურგეთი, წყალტუბო. ასევე, ვაშენებთ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს - წყალტუბო-ახალციხე, ახალციხე-თორთუმი. ასევე, აქტიურად ვსაუბრობთ ახალციხეში არსებულ ჩვენს ქვესადგურში მუდმივი დენის მესამე ჩანართის შესყიდვაზე, რომელიც გაზრდის ექსპორტის და ტრანზიტის პოტენციალს თურქეთის მიმართულებით. ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს. ეს საბოლოო ჯამში შექმნის უფრო დიდ, მსხვილ, საიმედო ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას მეზობელ ქვეყნებში“ - აცხადებს გიორგი გიგინეიშვილი გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 10 წლიანი განვითარების გეგმას მიჰყვება.

„ეს უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასა და გენერაციის წყაროების ზრდასთან ერთად, ჩვენ შევძლოთ უზრუნველვყოთ ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა და გენერაციის ახალი წყაროების ქსელში ინტეგრირება“ - აცხადებს გიორგი გიგინეიშვილი.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023