ენერგეტიკა
19/06/2023

რომეო მიქაუტაძე: გვინდა ის რესურსები გამოვიყენოთ, რაც გვაქვს და გავხდეთ თვითკმარი

პირველი სიმძლავრის აუქციონის შედეგების მიხედვით, ქარის ენერგიაზე ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2"-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, რომლის ათვისებაც სრულად მოხდა. 300 მგვტ-ში მოიაზრებოდა, 150 არსებული ჰიდროელექტროსადგურები, 70 -  ქარის, 70 -  მზის და 10 მგვტ სხვა განახლებადი ენერგიები, როგორიცაა ბიომასა, წყალბადი და სხვა.

„ყველა მიმართულებით თითქმის თანაბარი კონკურენცია და მოთხოვნა იყო, თუმცა თუ კონკრეტულ ციფრებს ვიტყვით, ყველაზე მეტი განაცხადი ქარზე შემოვიდა. თუმცა,ეს გამომდინარეობდა იმ კომფიგურაციიდან, რომ 1500 მგვტ-დან 1000 იყო პირობითად ჰიდრო, 50 -  ქარი და 50 -  მზე.

ზამთრის თვეებში საქართველო იმპორტირებულ წყაროებზეა დამოკიდებული, როგორიცაა გაზი და ელექტროენერგია. გვინდა ის რესურსები გამოვიყენოთ, რაც გვაქვს და გავხდეთ თვითკმარი,"-აცხადებს მიქაუტაძე.

მისი თქმით, კერძო სექტორთანაც გაჟღერდა, რომ    სხვა განახლებადი ენერგიების ნაწილში, როგორიცაა  ბიომასა, წყალბადი და სხვა, კერძო სექტორი უნდა გააქტიურდეს და მეტი აქტივობა ჩაატაროს, რათა მოსახლეობამ გაიგოს და ისწავლოს  სხვა განახლებადი ენერგიების სარგებლის შესახებ.

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, მთავრობა წლის მეორე ნახევარში 600 მგვტ სიმძლავრზე აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. 

"არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუფთა ენერგიის დამატებითი რესურსებისა და წყაროების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. ამის რესურსუ საქართველოსგააჩნია. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანას საკუთარი სტაბილური ენერგია ექნება, შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტზე გატანაც.

ცნობისთვის, განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება  2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. სიმძლავრის აუქციონში წარმოდგენილი იქნა 78 განაცხადი დალუქული კონვერტების მეშვეობით.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023