ენერგეტიკა
07/04/2023

"საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში"

საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბსა და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24,5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს და ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მაჩვენებელი, რომელსაც ხელი გასულ წელს ევროკავშირთან მოვაწერეთ, ამ მემორანდუმის თანახმად 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას 20 მლრდ მ.კბ აირს მივაწვდით. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი გვაქვს, ამას მივაღწევთ.

არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ამ მიმართულებით. მრავალი წელის, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ რა ინფორმაციაც მივიღე იმის თანახმად, 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, აწვდის 800 ათასს აბონემენტ საქართველოში. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023