ენერგეტიკა
02/10/2020

საქართველო მზის და ქარის ელექტროსადგურების აუქციონის წესზე მუშაობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების - მზის და ქარის ენერგიების  აუქციონის წესები მუშავდება.

წესები გულისხმობს მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ლოკაციისა და ტექნიკური სპეციფიკაციის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ჩატარდება აუქციონი.  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენება. პროექტის განვითარების მიზნით,  EBRD-ის დავალებით, NERA Economic Consulting-ი და Tractabel Engineering აქტიურად თანამშრომლობენ  სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან". 

კვლევების შედეგად გამოვლინდა ოპტიმალური მიწის ნაკვეთები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ   ახალი  სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

"გარდაბანში,  მზის ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 70 მლნ. კვტ/სთ იქნება. ამ ეტაპზე  ექსპერტები  სატენდერო დოკუმენტაციის  შედგენაზე მუშაობენ.   პროექტის  განხორციელება  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში  ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და  ენერგეტეკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით,“ -  განაცხადა  „ბიზნესპარტნიორთან“ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა  გიორგი ჩიქოვანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023