ენერგეტიკა
19/12/2020

საქართველომ Socar-ის ვალი დაფარა

საქართველომ Socar-ს დავალიანება ერთიანად გაუსტუმრა - აზერბაიჯანულ კომპანიასა და საქართველოს შორის ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასის შემცირების შეთანხმებაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

როგორც "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი აზერბაიჯანულ მედიასთან განმარტავს, შეთანხმების გაფრორმებისას ნაბიჯები გადადგა როგორც Socar-მა, ასევე საქართველომაც. უფრო კონკრეტულად, საქართველომ კომპანიის მიმართ დავალიანება, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ერთიანად დააბრუნა.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ  ძველი ფასი მაღალი იყო და არ ასახავდა არსებულ რეალობას.

შეგახენებთ, 17 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველო სოკარისგან  გაზის ნაწილს  შეღავათიან ფასად შეიძენს. შეღავათი ეხება 200 მლნ კუბ. მეტრს. 2020 წლის პროგნოზით, საქართველო სოკარისგან ჯამში  მილიარ 400 მილიონის  კუბურ  მეტრზე მეტ გაზს ყიდულობს, ქვეყნის ჯამური მოხმარება კი, 2,5 მლრდ კუბ. მეტრია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023